ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამხედრო ძალები მეამბოხეების წინააღმდეგ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ. ქალაქ ჰომსის 26 დღიანი ალყის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობა სახლების დატოვებას და მეზობელ ლიბანში თავშესაფარის მიღებას ცდილობს. მათი განცხადებით, მდგომარება ბაბა ამრის რეგიონში საკმაოდ საშიშია მათი სიცოცხლისთვის.

მთავრობის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი აქტივისტის მუჰლამ ალ ჯუნდის განცხადებით, სამთავრობო ძალები წითელი ჯვრის აქტივობას ხელს შეგნებულად უშლის. აფეთქებები ბაბა ამრის რაიონში გამუდმებით ისმის, ნადგურდება საცხოვრებელი სახლები და მნიშვნელოვანი შენობები.

XS
SM
MD
LG