ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანში დაკავებულ ორ ამერიკელს მალე გაათავისუფლებენ


თეირანში დაკავებულ ორ ამერიკელს მალე გაათავისუფლებენ
თეირანში დაკავებულ ორ ამერიკელს მალე გაათავისუფლებენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აქბარ სალეჰმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ თეირანში დაკავებულ ორ ამერიკელს მალე გაათავისუფლებენ. შეერთებული შტატების მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით არიან დაპატიმრებულები.

ირანის ოფიციალურმა პირებმა ფატალი, ბაუერი და შორდი 2009 წელს ერაყიდან საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის დააკავეს. თეირანმა სარა შორდი გასულ სექტემბერს გაათავისუფლა.

ირანის სახელმწიფო მედია ამერიკელთა ადვოკატის ციტირებას ახდენს, სადაც ის აცხადებს, რომ განაჩენი ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს. ტრადიციულად რამადანის პერიოდში ირანში ბევრი პატიმრის შეწყალება ხდება.

XS
SM
MD
LG