ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები დაჟინებით მოუწოდებენ პეკისტანს გაამკაცროს ოპერაციები ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ. ეს მოთხოვნა გუშინ გაისმა ისლამაბადში შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის აადმირალ მაიკლ მალენი შეხვედრისას პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურთან გენერალ აშფაკ კაიანისთან. ადმირალმა მალენმა დაათვალიერა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ის რაიონები, სადაც პაკისტანის სამხედრო ძალები მეამბოხეებს ებრძვიან. მან განაცხადა, რომ კმაყოფილია პაკისტანის ძალისხმევით ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ, თუმც იქვე გააკეთა გაფრთხილება, რომ მეამბოხეთა დაჯგუფებები მაგალითად "ლაშქარ ე ტაიბა" კვლავაც მზარდ საფრთხეს წარმოადგენს. ადმირალი მალენი ავღანეთს დღეს ეწვევა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1