ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმამ ახალი კანონი მიიღო


რუსეთის დუმამ ახალი კანონი მიიღო
რუსეთის დუმამ ახალი კანონი მიიღო

რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურს უფლებას აძლევს ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ სპეციალური გაფრთხილებები შემოიღონ.

რუსეთის დუმამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც კიდევ უფრო აფართოვებს ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურის უფლებებს.

დღეს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 354 ხმით 96-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონი, რომელიც საბჭოთა კაგებეს მემკვიდრეს რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურს უფლებას აძლევს ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ სპეციალური გაფრთხილებები შემოიღონ.

რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცავები ამ კანონში დისიდენტების საწინააღმდეგო ხრიკებს ხედავენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ ამ კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა.

XS
SM
MD
LG