ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანში


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში საქართველოს 75 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანში დაუმტკიცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადების თანახმად მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალას იკრეფს, გარკვეული რისკ-ფაქტორები მაინც არსებობს. ამ თემაზე ჩვენმა რესპონდენტმა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება მეტად მნიშვნელვანია საქართველოსათვის. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ათწლიან მოღვაწეობას საქართველოში და თქვა, რომ ეს ფონდი არა მარტო ტრანშების სახით ეხმარებს საქართველოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფონდის რეკომენდაციები და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი. ბატონმა ირაკლიმ ასევე ისაუბრა იმ რისკ-ფაქტორებზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიუთითა საქართველოს. კერძოდ ერთ-ერთ ასეთ ფაქტორზე, რომელიც გახლავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება საქართველოში. ბატონი ირაკლის თქმით იმისათვის, რომ ეს გამოსწორდეს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდოს საქართველოში საჭიროა სტაბილური პოლიტიკური გარემო.

XS
SM
MD
LG