ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ და რუსეთმა ჯაშუშები გაცვალეს


10 ეჭვმიტანილი ჯაშუში ოთხ ამერიკელ პატიმარში გაიცვალა.

რუსეთის ჯაშუშების საქმე, რომელიც უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, პარასკევს დასრულდა. რუსეთმა და ამერიკამ ჯაშუშები გაცვალეს.

10 ეჭვმიტანილი ჯაშუში, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გასულ თვეს ამერიკის სხვადასხვა შტატებში დააკავა ოთხ ამერიკელ პატიმარში გაცვალეს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს. პარასკევის გარიგება ჯაშუშების გაცვლის ყველაზე დიდი შემთხვევაა ცივი ომის შემდეგ.

პატიმრების გაცვლა ავსტრიის დედაქალაქ ვენის აეროპორტში მოხდა, სადაც ორი თვითმფრინავი ერთდროულად დაფრინდა და პატიმრების გაცვლის შემდეგ მოსკოვისა და ნიუ იორკის მიმართულებით მალევე აფრინდა.

ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია ჯაშუშების გაცვლას ივნისის დასაწყისიდან ანუ რუსეთის ჯაშუშების დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე გეგმავდა.

XS
SM
MD
LG