ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ათი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს 10 ჯარისკავი, მათგან 7 ამერიკელი ავღანეთის აღმოსავლეთსა და სამხრეთში დაიღუპა. ნატოს ოფიციალჯური განცხადების თანახმად ქვეყნის აღმოსავლეთში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქბის შედეგად 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ერთი კი თალიბებთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დროს. ავღანეთის სამხრეთში ნატოს სამი ჯარისკაცი ბომბების აფეთქების შედეგად დაიღუპა. ქალაქ ყანდაარში პოლიციის საწვრთნელ ცენტრში კამიკაძე ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ორი კაცი დაიღუპა. აშშ-ს სახ-დეპმა დაჰგმო მომხდარი და განაცხადა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს მის ავღანელ პარტნიორებთან თანამშრომლობას მათ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG