ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ახალი დასაწყისი თუ ევროპის დასასრული?“


"ახალი დასაწყისი თუ ევროპის დასასრული?“
"ახალი დასაწყისი თუ ევროპის დასასრული?“

2 ივნისს ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტში ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.

"ახალი დასაწყისი თუ ევროპის დასასრული?“
"ახალი დასაწყისი თუ ევროპის დასასრული?“

2 ივნისს ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტში გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია თემაზე „ლისაბონის ხელშეკრულებიდან ევროზონის კრიზისამდე: ახალი დასაწყისი თუ ევროპის დასასრული?“ რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში განლაგებული ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წევრმა ბატონმა ივან კრასტევმა. კონფერენციის შემდეგ ამერიკის ხმა გაესაუბრა ბატონ კრასტევს.

კითხვაზე თუ რა სახის ზომები უნდა მიიღოს ევროკავშირმა აღმოსავლური პარტნიორობის ინიციატივის გამოცოცხლების მიზნით, ბატონმა კრასტევმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეგიონის სახელმწიფოებს ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პერსპექტივა, რომ ეს ინიციატივა არ წამოადგენს რაღაც სიმბოლური მნიშვნელობის სავარჯიშოს, რომელიც მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე დარჩება გაყინული. თუ თქვენ ამ სახელმწიფოებში ცხოვრობთ, თქვენ უნებლიეთ გაგიჩდნება კითხვა ‘რისი გაკეთება შეუძლია ჩემთვის ევროკავშირს მოკლევადიან პერსპექტივაში?’ ამ ამოსავალი წერტილიდან თუ დავიწყებთ, მაშინ რასაკვირველია ყველაფერი რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეკონომიკურ პოლიტიკას ანუ ყველაფერი ის რასაც ამომრჩეველები ყურადღებას ანიჭებენ.“

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში შეერთებული შტატების ანტი-სარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებასთან იყო დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით ბატონმა კრასტევმა განაცხადა:

„მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ნაწილობრივ მაინც, ეს უბრალო რიტორიკით აიხსნება რადგან ყველაფერი რაც ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსებას ეხება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე თანხმდება. ხოლო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის უკმაყოფილების გამოხატვა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითი, რომ ისინი მოსახლეობას უჩვენებენ, რომ ასე უბრალოდ არ წავლენ დათმობებზე ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ მე მჯერა, რომ ბევრი მიზეზის გამო, სტრატეგიული ფაქტორების ჩათვლით, რუსეთი დაინტერესებულია საერთო ანტი-სარაკეტო სისტემაში.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებში მოდერნიზაციამ ფეხი ვერ მოიკიდა. ეს ეხება როგორც საერთო ტექნოლოგიურ დონეს ისე ორგანიზაციულ საკითხებს. ამდენად თანამშრომლობა ამ სფეროში მნიშვნელოვანია რუსებისთვის, მაგრამ ისინი ამ კომპრომისს მოსახლეობის მოტყუების მიზნით დიდ ფასად ასაღებენ. ეს კი იმის მაჩვენებლია რომ ისეთ სახელმწიფოშიც კი როგორიც არის რუსეთი შინაური პოლიტიკის ფაქტორი უთუოდ გასათვალისწინებელია.“

ინტერვიუს დასასრულს კრასტევმა ამგვარად შეაფასა დღემდე მიღწეული პროგრესი შეერთებული შტატების „გადატვირთვის“ პოლიტიკაში რუსეთის მიმართ:

„ამერიკული მხარის ყველაზე დიდი მიღწევა ის გახლავთ, რომ მათ შეძლეს დაერწმუნებინათ რუსები და ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ რუსების საუკეთესო მრჩეველი გლობალური ეკონომიკური კრიზისი იყო, რომ რუსეთი აღმავალი სახელმწიფო როდია. რუსეთს ბევრი რამ აქვს დასაკარგი თუ მან დაიკავა ისეთი პოზიცია, რომელიც რევიზიონისტურ სახელმწიფოს შეჰფერის და შესაბამისად არსებული უსაფრთხოების ინსტიტუტების დესტაბილიზაციას შეეცდება, რომელშიც იგი გაწევრიანებულია. იმავდროულად ‘გადატვირთვის’ პოლიტიკის უდიდესი ნაკლოვანება უკავშირდება იმ უბრალო გარემოებას, რომ რუსეთი შეერთებული შტატებისთვის სულაც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო როგორც კომერციული საქმიანობის ისე უსაფრთხოების სფეროში. აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ამერიკული პოლიტიკური ცხოვრება ძალზედ პოლარიზებულია და შეერთებული შტატების მთავრობამ ‘გადატვირთვის’ პოლიტიკის მიმართ რაიმე კონსენსუსი ვერ შექმნა. ამდენად მე სულაც არ გამიკვირდება, თუ ‘გადატვირთვის’ პოლიტიკას ძლიერად გააკრიტიკებენ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ხოლო ეს კი ამ პოლიტიკას უაღრესად დაუცვლეს ხდის რადგან როცა ესა თუ ის სახელმწიფო არ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგრამ მნიშვნელოვანია მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მხრივ, მაშინ ეს არ არის ის ოპტიმალური კონტექსტი რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება გარკვეული პოლიტიკის განვითარება.“

XS
SM
MD
LG