ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე გემებს გზას უხსნის


ეგვიპტის მთავრობამ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად საზღვარი დროებით გახსნა. პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა რაფას საკონტროლო გამშვები პურნქტის გახსნის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ისრაელის სპეც-სამსახურების რაზმებმა საერთაშორისო წყლებში ჰუმანიტარულ გემებზე რეიდი განახორციელეს. გემებზე მომხდარი შეტაკებების შედეგად ცხრა პრო-პალესტინური აქტივისტი დაიღუპა.

ფლოტილია, რომელის ექვსი გემისგან შედგებოდა, ღაზას სექტოში 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიტანას აპირებდა ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის მიუხედავად.

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს „მიუკერძოებელი“ და „გამჭვირვალე“ გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

გაეროში ამერიკის ელჩის მოადგილე ალეჰანდო ვოლფმა დღეს განაცხადა:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის მიერ გამოძიების ჩატარებას და ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ისრაელი შეძლებს ჩაატაროს სანდო, მიუკერძოებელი და სწრაფი შიდა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით.“

ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი შეთანხმდა განცხადების ტექსტზე, რომელიც იმ მოქმედებებს გმობს, რომლებსაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG