ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტიკის როლი თანამედროვე მსოფლიოში


typing journalist computer laptop
typing journalist computer laptop

მშვიდობის ხელშეწყობა თუ მხოლოდ საინტერესო ამბავი

ავღანეთის და ერაყის ომები, დაძაბულობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, დაუსრულებელი კონფლიქტები სამხრეთ აზიასა და აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ ალ-ყაიდას განზრახვაზე შეერთებულ შტატებზე შეტევის შესახებ. მოკლედ ეს ყველაფერი ერთ მთლიან გარემოს ქმნის. კიბერნეტიკული სივრცის უსასრულობა კი ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. დღეს ხომ უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წერილის დაწერა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, მისი გაშვება.

ინტერნეტში სიძულვილით აღსავსე მრავალი გზავნილი ტრიალებს. სწორედ ეს გახდა რამდენიმე ინსტიტუტის შეშფოთების საგანი. მათ ამ თემაზე მედია ექსპერტების და ჟურნალისტების სემინარი გამართეს. შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელი შელდონ ჰიმელფარბი აცხადებს, რომ ინტერნეტი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენაა.

„ჩვენ უნდა შევაფასოთ თუ რა ხდება ინტერნეტში,“ - ამბობს ჰიმელფარბი.

სემინარის მთავარი თემა იყო მედიის როლი, თუ რა უნდა დაუპირისპიროს მედიამ ინტერნეტში გახშირებულ სიძულვილით აღსავსე გზავნილებს.

მერვინ ქელბი, ტელევიზიის ყოფილი კორესპონდეტია, ახლა კი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში ანალიტიკოსად მუშაობს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს უაღრესად რთული საქმეა, შეიძლება ითქვას შეუძლებელიც, რადგან მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ის საქმეა, რაც ჟურნალისტმა შეიძლება გააკეთოს,“ - ამბობს ქელბი.

ფრენკ სესნო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მედიის სკოლას ხელმძღვანელობს.

„მე არ ვფიქრობ, რომ მშვიდობის ხელშეწყობა ჩვენი საქმე უნდა იყოს. ეს ჩვენი რედაქტორების საქმეა, ხოლო ჩვენი, ჟურნალისტების საქმე კი ყველა იმ იდეის ხელშეწყობაა, რომელიც საინტერესო ამბის შექმნაში გვეხმარება,“ - ამბობს სესნო.

თუმცა, უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი დენ ფრომკინი, რომელიც „ჰაფინგტონ პოსტის“ ვაშინგტონელი კორესპოდენტია.

„შემთხვევითი არ არის, რომ ომების უმრავლესობას წინ უსწრებს მოწინააღმდეგეზე საშინელი მედიაკამპანია. ასე რომ, თუ ხალხზე ჰუმანურად დაწერ შეიძლება ამან მშვიდობას შეუწყოს ხელი. მე ვფიქრობ, რომ კარგი ჟურნალისტიკა და ინტერნეტის კონკრეტული ასპექტების გამოყენება სოციალური ქსელის ჩათვლით, მართლა სასარგებლო საქმეს წარმოადგენს,“ - ამბობს ფრომკინი.

სემინარის მონაწილეების თქმით, დღევანდელი მედია, სასარგებლო ფაქტორებსაც შეიცავს და უარყოფითსაც. ყველა შეთანხმდა, რომ ჟურნალისტი მიუკერძოებელი უნდა იყოს, ასევე ახალი ამბების ჟურნალისტიკა უნდა გაიმიჯნოს სხვა სახის ჟურნალისტიკისგან, ისეტI როგორიც არის დოკუმენტური ან ბლოგერული.

თუმცა, ყველა შემთხვევაში ჟურნალისტის საქმე ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. დასკვნები კი, თავად ხალხმა უნდა გამოიტანოს.

XS
SM
MD
LG