ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარკომანია და ნარკობიზნესი აშშ-ში


ნარკომანია და ნარკობიზნესი აშშ-ში
ნარკომანია და ნარკობიზნესი აშშ-ში

შეერთებული შტატები ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ასრულებს.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ასრულებს. ამის სანაცვლოდ იწყებს ახალ პროგრამა დაიწყება, რომელიც ყურადღებას ძირითადად პრევენციასა და მკურნალობაზე გაამახვილებს. კრიტიკოსთა თქმით, ამით, ტერმინოლოგიის გარდა, არაფერი შეიცვლება.
მექსიკურ ნარკოკარტელებსა და ბანდებს შორის დაპირისპირების და სისხლიანი გარჩევების მთავარ მიზეზად ხშირად ამერიკაში არალეგალური ნარკოტიკების პრობლემა სახელდება. თუმცა თეთრი სახლის ნარკოტიკებთან ბრძოლის პოლიტიკის სამსახურის უფროსი გილ კერლიკოვსკი პრობლემის არსს საზღვარზე შექმნილ ვითარებაში ხედავს.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვაღიაროთ, საზღვრის უსაფრთხოების საკითხია, ასევე შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებზე არსებული მოთხოვნის შემცირება.
ჩვენთან რომ არ იყოს, ასეთი მაღალი მოთხოვნა, მოგების მოტივით საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდაც ასეთი მაღალი მასშტაბის არ იქნებოდა.“
ახალ სტრატეგიაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე არაფერია ნათქვამი. ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ნარკობიზნესთან ომის მოგება სამართალდამცავი საშუალებებით ნაკლებად მოსალოდნელია. ვითარება რომ გაუარესებულია და მძიმეა, ამის დასამტკიცებლად კერილოვსკის ციფრობრივი მონაცემებიც მოჰყავს.

„თექვსმეტ შტატში არსებული მონაცემების თანახმად, ნარკოტიკების ნიადაგზე გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები, ავტოავარიებში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობას აჭარბებს. ამგვარად ნარკოტიკები სიკვდილის გამოწვევის ერთერთი მთავარი მიზეზი ხდება.“
ამბობს კერლიკოვსკი.
მისი თქმით, ახალი სტრატეგია საზოგადოების ძალისხმევით პრევენციასა და მკურნალობაზე დაფუძნდება, რომლის მიზანიც ნემსისადმი დამოკიდებულების შემცირება იქნება.
ეს სტრატეგია უფრო მეტად იმ ქვეყნების გამოცდილებას ემყარება, რომლებიც ნარკომანიას არა დანაშაულად, არამედ ავადმყოფობად განიხილავენ.
მაგალითისთვის ნიდერლადნებში ხელისუფლება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს ებრძვის, ხოლო ყავახანებში ნარკოტიკების არამუდმივი მომხმარებლის მიმართ სრული შემწყნარებლობა სუფევს.
თუმცა, კერლიკოვსკი აცხადებს, რომ ნარკოტიკებსი ლეგალიზებაზე საუბარი ნაადრევია. ის ნარკოტიკების რეცეპტით გაცემასაც ეწინაღმდეგება, რადგან თვლის, ამით დიდი შანსია ნარკოტიკი ახალგაზრდა ადამიანის ხელში მოხვდეს, ხოლო ამ პროცესის გაკონტროლება კი ძალზედ რთულია. ის ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი კალიფორნიის შტატში მარიხუანას ლეგალიზებიდასმი.
თუმცა, ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის საუკეთესო გზა მისი ლეგალიზებაა.

ბილ პიპერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული კვლევების ალიანსის დირექტორია.

„ვიდრე ნარკოტიკების მოხმარება დანაშაული იქნება, ხალხი თავს შეიკავებს სამკურნალოდ შესაბამის დაწესებულებებში მისვლისგან და ამის მიზეზი შიში იქნება. ეს პოლიტიკა არ იმუშავებს“
აცხადეს პიპერი. ის ახალ სტრატეგიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკა ძველისგან არაფრით განსხვავდება. იმ დროს როდესაც ახალი სტრატეგია მკურნალობასა და პრევენციაზე ყურადღების გამახვილებას გულისხმობს, ფინანსების დიდი ნაწილი კვლავ სამართალდამცავ ღონისძიებებზე იხარჯება.

XS
SM
MD
LG