ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამალა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისათვის იღწვის


რამალა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისათვის იღწვის
რამალა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისათვის იღწვის

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად რამალას ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი სექტემბერში გაეროს ეწვევიან და სთხოვენ ამ ორგანიზაციას, რომ აღიაროს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად რამალას ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი სექტემბერში გაეროს ეწვევიან და სთხოვენ ამ ორგანიზაციას, რომ აღიაროს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რასაც აშშ და ისრაელი ეწინააღმდეგებიან. ისრაელმა განაცხადა, რომ გაეროს ინიციატივა საფრთხეს შეუქმნიდა ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების საქმეს. დაახლოებით ასმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უკვე აღიარა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ საკითხზე გაეროს გენერალურ ასამბლეაში კენჭის ყრა პალესტინელებისათვის დიპლომატიური გამარჯვება იქნებოდა. საგულისხმოა ის, რომ მხოლოდ გაეროს უშისროების საბჭოს გააჩნია იმის უფლება, რომ გაეროში ახალი სახელმწიფოები შეიყვანოს.

XS
SM
MD
LG