ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი აშშ-ს მწვავედ აკრიტიკებს


პაკისტანი აშშ-ს მწვავედ აკრიტიკებს
პაკისტანი აშშ-ს მწვავედ აკრიტიკებს

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე თუ რა ფორმით ჩაატარა აშშ-მ რეიდი ბინ ლადენის წინააღმდეგ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ სურვილისამებრ შეუძლია პაკისტანის ტერიტორიაზე როცა სურს შევიდეს და გამოვიდეს ამ ტერიტორიიდან. პაკისტანის მთავრობა უკმაყოფილოა იმით, რომ ამ ოპერაციაზე ისლამაბადს წინასწარ არაფერი შეატყობინეს და არც ოპერაციის ჩატარების უფლება ითხოვეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული პაკისტანის სადაზვერვო სამსახური რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აბო ტაბადის რაიონში განლაგებულ კომპლექსზე და სწორედ ამ ინფორმაციის წყალობით შესძლო ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და სხვა სადაზვერვო სამსახურებმა მათთვის სასურველი მიზნის მიღწევა.

XS
SM
MD
LG