ეგვიპტის შეიარაღებულ ძალთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მას ესმის ეგვიპტელი ხალხის კანონიერი მოთხოვნებისა და აღნიშნა, რომ არ აპირებს ცეცხლი გაუხსნას მასობრივი საპროტესტო მანიფესტაციის მონაწილეებს, რომელიც დღეს კაიროს ცენტრში იგეგმება, საიდანაც მანიფესტანტები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის რეზიდენციისაკენ დაიძვრებიან. დღესვე საყოველთაო გაფიცვა და მასობრივი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი ქალაქ ალექსანდრიაში. მთელს ქვეყანაში სარკინიგზო მოგზაურობა შეწყდა. ზოგს მიაჩნია, რომ ამით მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს სასოფლო რაიონებიდან ეგვიპტელების ქალაქში ჩასვლას, რათა ჩაერთონ საპროტესტო გამოსვლებში. უკვე მეხუთე დღეა ინტერნეტი გათიშულია ეგვიპტეში. ეგვიპტის ახლად დანიშნულმა ვიცე-პრეზიდენტა განაცხადა, რომ პრეზიდენტ მუბარაკის განკარგულების თანახმად მან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ყველა პოლიტიკურ ძალასთა კონსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების შესახებ. როგორც ვოლ სტრიტ ჯორნალი იუწყება ოპოზიცია აცხადებს, რომ იგი არავითარ მოლაპარაკებაში არ ჩაებმება, სანამ მუბარაკი ქვეყნის პრეზიდენტია.
მუბარაკის რეზიდენციასთან მასობრივი საპროტესტო მანიფესტაცია დაიგეგმა

პოპულარული
1