ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამხედროებში განხეთქილებამ იჩინა თავი


სირიაში სამხედროებში განხეთქილებამ იჩინა თავი

სირიის ადამინის უფლებების ქომაგთა და თვითმხილველთა თქმით ქალაქ დერააში სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

განხეთქილება გამოიწვია პრეზიდენტ ასადის განკარგულებამ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნან საპროტესტო აქციაში მონაწილეთ. სამხედროთა ნაწილი უარს აცხადებს ამ ბრძანების შესრულებაზე. ასოშიეიტიდ პრესი ციტირებას უხდენს ოპოზიციის რწმუნებულს ასუამა მონაჯედს, რომლის თანახმად მე-5 დივიზიის ბატალიონები ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნეს მე-4 დივიზიის მიმართულებით, რომელმაც საპროტესტო აქციაში მონაწილეებს გაუხსნა ცეცხლი. სირიის შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებულ დივიზიას სათავეში უდგას პრეზიდენტ ასადის ძმას მაჰერ ალ ასადი. სირიაში აკრძალულმა ორგანიზაციამ მუსლიმთა საძმომ სირიელებს მოუწოდა პარასკევის ლოცვამდე გამოვიდნენ ქუჩებში და დახმარების ხელი გაუწოდონ ქალაქ დერააში საპროტესტი აქციაში მონაწილეთ.

XS
SM
MD
LG