ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზი ამართლებს თავის გადაწყვეტილებას ლიბიის მიმართ


პარიზი ამართლებს თავის გადაწყვეტილებას ლიბიის მიმართ
პარიზი ამართლებს თავის გადაწყვეტილებას ლიბიის მიმართ

გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟერარ არუდმა განაცხდა, რომ ლიბიელი მემბოხეებისადმი საფრანგეთის მიერ იარაღის მიწოდება არ წარმოადგენს გაეროს მიერ ლიბიის მიმართ დაწესებული ემბარგოს დარღვევას

გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟერარ არუდმა განაცხდა, რომ ლიბიელი მემბოხეებისადმი საფრანგეთის მიერ იარაღის მიწოდება არ წარმოადგენს გაეროს მიერ ლიბიის მიმართ დაწესებული ემბარგოს დარღვევას, რადგან ეს იარაღი საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისათვის. მისივე თქმით განსაკუთრებულ სიტუაციებში გაეროს წევრ ქვეყნებს აქვთ იმის უფლება, რომ უგულვებელყონ 1970 წელს გაეროს მიერ დადგენილი ემბარგო ლიბიის მიმართ, რომლითაც იკრძალება ლიბიაში იარაღის გაგზავნა. ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს გაზეთ ლე ფიგაროს მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად ლიბიის ჯებელ ნაფუზას რეგიონში პარაშუტებით მიაწოდეს მეამბოხეებს იარაღის, ტყვია-წამლისა და საკვები პროდუქტების დიდი პარტიები.

XS
SM
MD
LG