აღსანიშნავია, რომ ელჩმა არაფერი თქვა იმის თაობაზე აპირებს თუ არა ობამას ადმინისტრაცია აღიაროს ეს ჯგუფი, როგორც ლიბიის კანონიერი მთავრობა. ეს განცხადება კრეცმა ვაშინგტონში გააკეთა. მისივე თქმით აშშ-ს და მის მოკავშირეებს ძალზე ხშირად უკავშირდებიან კადაფის მთავრობის წევრები, რომელთაც სურთ ოპოზიციის მხარეზე გადასვლა, მაგრამ შიშის გამო ვერ გადაუდგიათ ეს ნაბიჯი. როგორც მან აღნიშნა ლიბიაში დაღუპულთა რაოდენობა 10 000-30 000-მდე აღწევს. ლიბიის ოპოზიცია აცხადებს, რომ კადაფის შეიარაღებულმა ძალებმა მისრატასა და ზინტანს რუსული წარმოების გრადის ტიპის რაკეტები დაუშინეს. ნიუ-იორკ ტაიმსი ციტირებას უხდენს მისრატაში ოპოზიციის ძალების მეთაურს, რომლის თანახმად ნატოს ავიაციამ შეცდომით ისევ დაბომბა მეამბოხეების პოზიციები. დაიღუპა 12 მეამბოხე. არიან დაჭრილები.
ლიბიაში აშშ-ს ელჩმა ჯინ კფრეცმა განაცხადა, რომ ბენღაზიში დაბინავებულ დროებით ეროვნულ საბჭოსთან გაღრმავებული კონტაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ორგანო იმსახურებს აშშ-ს მხარდაჭერას.
პოპულარული
1