ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში არ ცხრება ანტი-სამთავრობო აქციები


იემენში არ ცხრება ანტი-სამთავრობო აქციები
იემენში არ ცხრება ანტი-სამთავრობო აქციები

ემენის დედაქალაქ სანააში უშიშროების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას მიმართეს ანტი-სამთავრობო მანიფესტაციაში

დაჭრილია 30 კაცი. საპროტესტო აქციებს ემენის თითქმის ყველა ქალაქშია აქვს ადგილი. საპრპროტესტო აქციების უკანასკნელი ტალღა მოჰყვა იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მამაკაცები და ქალები ერთობლივად არ უნდა აწყობდნენ საპროტესტო გამოსვლებს, რადგანაც ეს არ ესადაგება ისლამის კანონებს. ამ ფონზე ქალაქ რიადში ოპოზიციის დელეგაცია სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების შუამავლებს შეხვდა. როგორც ოპოზციიის ლიდერები აცხადებენ ისინი რიადს ჩაფრინდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ გაეცნონ შუამავალთა ინიციატივებს და რომ ოპოზიცია არ აპირებს კომპრომისზე წავიდეს მის მთავარ მოთხოვნაში, რომლის თანახმად სალეჰი უნდა გადადგეს.

XS
SM
MD
LG