ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში არჩევნები დაიწყო


რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. როგორც მოსალოდნელია, არჩევნებში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს და მესამე ვადით და ექვსი წლით დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. არჩევნებს 200 ათასი მოხალისე დამკვირვებელი გაუწევს მეთვალყურეობას. დამატებით 600 ათასი ინტერნეტის მომხმარებელმა გამოთქვა სურვილი დააკვირდეს საარჩევნო უბნებში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს, რათა თავიდან იქნას აცილებული არჩევნების პროცესის გაყალბება. სულ რუსეთში 100 ათასამდე საარჩევნო უბანია.

XS
SM
MD
LG