ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ახალი წლის აღნიშვნას მსხვერპლი მოჰყვა


ინდოეთში ახალი წლის აღნიშვნას მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში ახალი წლის აღნიშვნას მსხვერპლი მოჰყვა

ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთში ახალი წლის აღნიშვნას მსხვერპლი მოჰყვა. სახლის პირობებში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლისგან 15 ადამიანი დაიღუპა, 24 მოწამლული კი ჰოსპიტალიზირებულია. გარდაცვლილთა და დაზარალებულთა უმეტესობა მუშები არიან, რომლებმაც ახალი წლის აღსანიშნავად ბუტლეგერებისგან იაფი სასმელი შეიძინეს. აღნიშნულმა ფაქტმა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ისინი ხელისუფლებისგან დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. კუსტარული სასმელი და მისი ტრაგიკული შედეგი ინდოეთში პირველი შემთხვევა არ არის. გასულ თვეს ბენგალის პროვინციაში ალკოჰოლური მოწამვლისგან 155 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG