ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქალაქი ერჯიში დააზიანა


მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქალაქი ერჯიში დააზიანა

თურქეთის სამხრეთში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, სადაც კვირას რიხტერის შკალით 7.2 მეათედი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 260 და დაშავდა 1000-ზე მეტი ადამიანი.

სამაშველო სამუშაოებში ასობით ჯგუფი მონაწილეობს და ნანგრევებში დარჩენილი ადამიანების ძებნა გრძელდება.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქალაქი ერჯიში დააზიანა, სადაც 117 ადამიანი დაიღუპა. ასევე დიდია ზარალი და მსხვერპლი ქალაქ ვანშიც.

მიწისძვრიდან რამდენიმე საათში თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქალაქ ვანს ეწვია და განაცხადა, რომ შენობების ხარისხიდან გამომდინარე, მძიმე შედეგები შეიძლება ჯერ კიდევ წინ იყოს:

„ეს დასახლებები განსაკუთრებით სუსტია მიწისძვირის წინააღმდეგ, რადგანაც შენობების დიდი ნაწილი აქ თიხითაა აშენებული.“

მიწისძვრის შედეგად სატელეფონო კავშირები და სატრანსპორტო მიმოსვლა უკიდურესად გართულდა, რაც სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლას აფერხებს.

XS
SM
MD
LG