ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაკი დააკავეს


მუბარაკი დააკავეს
მუბარაკი დააკავეს

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და მისი ორი ვაჟიშვილი პროკურატურამ 15 დღით დააკავა.

მუბარაკს კაიროს შორიახლოს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც იგი დარჩება მთელი ამ ხნის განმავლობაში. მუბარაკის ვაჟიშვილები ალაა და გამალი ტორას ციხეში გადაიყვანეს. ამ ციხეში დაკავებულები არიან მუბარაკის რეჟიმის უმაღლესი ეშელონების ოფიციალური პირები. მუბარაკს, მის ვაჟიშვილებსა და ოფიციალურ პირებს ბრალად ედებათ კორუფცია და ძალის გამოყენება ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეების მიმართ. ეგვიპტის ოფიციალური სამთავრობო ტელეარხის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად მუბარაკი და მისი ვაჟიშვილები 19 აპრილს კაიროს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

XS
SM
MD
LG