ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვის ფაქტს განიხილავს


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მოხსენებებს წარუდგენენ

დღეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები გაეროს უშიშროების საბჭოს მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვასთან დაკავშირებულ ანგარიშებს წარუდგენენ. როგორც ცნობილია, ხსენებული ინციდენტის შედეგად დაიღუპა 46 სამხრეთ კორეელი მეზღვაური.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის სამხედრო გემის „ჩეონანის“ ჩაძირვასთან დაკავშირებით მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ დაასკვნა, რომ გემის ჩაძირვა ჩრდილოეთ კორეას უნდა დაბრალდეს.

დღეს სამხრეთ კორეის ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტმა ლი მიუნგ-ბაკმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ სამხრეთ კორეამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეას საკადრისი პასუხი არ გასცეს, მაშინ მსგავსი თავდასხმის გამეორება სულაც არ არის გამორიცხული.

XS
SM
MD
LG