დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი წლის მეორე საპარლამენტო სესიას დაესწრო. სესიამ მთავრობაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების საკითხები განიხილა.
ფხენიანის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტოს ცნობით,ჩრდილოეთ კორეის მარიონეტულმა პარლამენტმა პრემიერ მინისტრი კიმ იანგ ლი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე პარლამენტარი ჩოუ იანგ რიმი დანიშნა.
აღსანიშნავია ისიც,რომ კიმ ჯონგ ილის სიძე -ჯანგ სონგ თაექი ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაწინაურდა.საბჭოს სათავეში კი თავად ბატონი კიმი უდგას.