ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი MCC-ის პროგრამას აფასებს


მიხეილ სააკაშვილი MCC-ის პროგრამას აფასებს

13 იანვარს ვაშინგტონში მდებარე ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა რომელზეც ამერიკის წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უცხოური დახმარების მნიშვნელობასა და ამერიკის მხრიდან ორპარტიულ მდგომაზე ისაუბრეს.

ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელსაც ამერიკის მთავრობა ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხსვა ქვეყანაში განხილული იყო ერთერთი პროგრამის-ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მაგალითზე. ამ პროგრამამ საქართველოში მუშაობა 5 წის წინ 395 მილიონიანი პროექტების განხორციელებით დაიწყო.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს უფლება მიეცემა მოამზადოს წინადადებები მეორე კომპაქტის დაფინანსების მისაღებად. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მიმღები ქვეყანა კიდევ ერთხელ გახდა. საქართველოს პრეზიდენტს ამ შეხვედრაზე სწორედ 5 წლიანი გამოცდილებისა და სამომავლო ხედვაზე სალაპარაკოდ მიეცა სიტყვა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა ათასწლეულის გამოწვევის მოდელის მისამართით: „ ნება მომეცით ნათლად განვაცხადო, რომ პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერები და გამჭვირვალე მმართველობა საჭიროა იმისათვის, რათა დახმარება ეფექტური იყოს და ხალხის ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალოს. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მეთოდი ამტკიცებს, და ხელს უწყობს ამას, როცა ადგილობრივ მთავრობებს თხოვს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებას.”

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ათასწლეულის განვითარების კორპორაციის აღმასრულებელი ხელმღვანელი დენიელ იოჰანესი, რომელმაც ხაზი გაუსვა კორპორაციის მიერ გამჭვირვალედ შერჩევის პრინციპს, რის საშუალებითაც პროგრამა არ აფინანსებს ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ანგარიშვალდებულნი საკუთარი ხალხის წინაშე და არც თავისუფალი ბაზრის პრინციპებსა და ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებენ. იოჰანესმა დასძინა, რომ კორპორაციის აქცენტი ეკონომიკის განვითარებაზე, შერჩეული ქვეყნების თანამონაწილეობაზე, მდგრადობზე და ანგარიშვალდებულებაზე, უშალოდ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დასახულ განვითარების სტრატეგიას ეხმიანება.

ღონისძიების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარში ასე შეაფასა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახალი გრანტი საქართველოში: „„MCC გრანტი ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ბევრი ახალი გზის აშენებას, იმიტომ რომ ჯავახეთის გზამ შეცვალა დღევანდელი ჯავახეთის არა მხოლოდ ეკონომიკური გეოგრაფია, არამედ საქართველოს ისტორიაც. ახალი გრანტით კონკრეტული პატარა ბიზნესის დახმარება მოხდება და განათლების პროექტებში ფულის ჩადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი პატრიკ ფაინი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი გრანტის გამოყოფა საქართველოსთვის არის იმის დემონსტრაცია, რომ საქართველო კარგი პარტნიორი ქვეყანაა და მან ეს პირველი კომპაკტის დაფინანსების ათვისებისას აჩვენა.

ფაინი: „ მეორე კომპაკტის მიღება უფრო რთულია ვიდრე პირველი გრანტის მოპოვება, რამეთუ პირველი ხუთი წლის შემდეგ სპონსორს უკეთესი წარმოდგენა აქვს თუ რა ხდება სხვადასხვა დარგში. მას შემდეგ რაც ათასწლეულის გამოწვევის დირექტორთა საბჭომ ახალი გრანტის მისაღებად საქართველო ერთერთ პოტენციურ ქვეყნად დაასახელა, ჩვენი სპეციალისტები, საქართველოს მთავრობასთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს დაიწყებენ პროგრამული პრიორიტეტების შესაფასებლად და დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის მიზნით.“

არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროგრამების მიმდინარეობით დაინტერესებულმა პირმა, რომელიც წლების მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაცია-საერთაშრისო გამჭვირვალეობა-საქართველოს ხელმძღვანელობდა. მარ მალენი მიიჩნევს:

მალენი:“ არასამთავრობო სექორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კოროპრაციამ მის წარმომადგენლებს ყველა ეტაპზე მისცეს საშუალება დააკვირდენ თუ რა პროგრამები ტარდება და როგორ სრულდება გამჭვირვალეობისთვის აუცილებელი სტანდარტები. სამოქალაქო სექტორისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება თუ ტენდერების შესახებ ინფორმაციაზე ექნება ხელმისაწვდომობა და თუ კორპორაციის მხრიდან შედგება რეგულარული შეხვედრები, სადაც არსებული პრობლემები და გამოწვვებები ღიად იქნება განხილული. ამის შემდეგ არავის ექნება საშუალება ურთეირთს გადააბრალოს მომხდარი. „

მკვლევარი ლორენცო დე მაურო, რომელიც ვაშინგტონში ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტია უცხოური დახმარების საკითხებში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროგრამების მოდელს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს:

„პრეზიდენტმა ობამამ შარშან სექტემბერში გააკეთა განცხადება ამერიკის გლობალური განვითარების პოლიტიკის შესახებ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დახმარების გაწევა ამერიკისთვის კვლავ ძალიან მნიშვნელოვან პირიორიტეტად რჩება. რაც შეეხება ათასწლეულის გამოწვევის კომპაკტის ქვეყნებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშველოვანია, რომ ეს ქვეყნები თავს სრულუფლებიან პარტნიორებად გრძნობენ და ძალიან აფასებენ შერჩევის პროცესს.“

საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის პირველ და მიმდინარე კომპაქტს წელს აპრილში ეწურება ვადა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG