ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკმაყოფილოა ლიბერიაში რუსეთის მოქალაქის დაპატიმრებით


რუსეთი უკმაყოფილოა ლიბერიაში რუსეთის მოქალაქის დაპატიმრებით
რუსეთი უკმაყოფილოა ლიბერიაში რუსეთის მოქალაქის დაპატიმრებით

რუსეთმა უკმაყოფილება გამოხატა აშშ-ს მიმართ ლიბერიაში რუსეთის მოქალაქის დაპატმრებისა და შემდეგ მისი ნიუ-იორკში გადაგზავნის გამო. იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება ნიუ-იორკში ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით. როგორც რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობიდან ჩანს ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ აშშ-ს სახ-დეპს ნოტა გაუგზავნა, სადაც აცხადებს - მიუღებელია ის, რომ მოსკოვს წინასწარი შეტყობინება არ გაუგზავნეს ამ პირის დაპატიმრების შესახებ. გასულ თვეს აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეი პილოტი კონსტანტინ იაროშენკო და კიდევ ექვსი პირი, რომლებიც ნარკო-ბიზნესის ჯგუფში შედიან დააპატიმრეს ლიბერიაში და აშშ-ში გადაგზავნეს.

XS
SM
MD
LG