ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს იერიშის შედეგად თალიბთა მეთაური დაიღუპა


ავღანეთის დასავლეთ პროვინციაში ერთობლივი რეიდის შედეგად სხვა ამბოხებულებიც დაიღუპნენ.

ავღანეთის პოლიციის განცხადებით, ნატოს იერიშის შედეგად თალიბთა მეთაური დაიღუპა, რომელმაც ივლისის დასაწყისში ტერორისტული აფეთქება განახორციელა ამერიკელ მოსამსახურეზე.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, ავღანეთის დასავლეთ პროვინციაში ნატოსა და ავღანური ძალების ერთობლივი რეიდის შედეგად ასევე დაიღუპნენ სხვა ამბოხებულები.

შეგახსენებთ, რომ ნატოსა და ავღანეთის შეიარაღებული ძალები თალიბთა სამალავებს აქტიურად უტევენ.

ნატოს მონაცემებით, მაისის შემდეგ, ავღანეთის მაშტაბით თალიბთა 12 მეთაურის ლიკვიდირება მოხდა.

XS
SM
MD
LG