როგორც გაზეთი გარდიანი იუწყება ავღანეთში ბრიტანეთს ჰელმანდის პროვინციის სანგინის ოლქიდან 1000-ი სამხედრო მოსამსახურე გაჰყავს. მათ ამერიკული ძალები შეცვლიან. აღსანიშნავია, რომ 2001 წელს დაწყებული სამხედრო ოპერაციების შემდგომ დაღუპული 312 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურის ერთი მესამედი სანგინის ოლქში დაიღუპა. დისლოკაციის შეცვლის თაობაზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.
პოპულარული
1