ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესა საქართველოში დღგ-თი არ დაიბეგრება


პრესა საქართველოში დღგ-თი არ დაიბეგრება
პრესა საქართველოში დღგ-თი არ დაიბეგრება

ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა კოდექსთან დაკავშირებით 20-მდე შენიშვნა მოამზადა.

სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს მთავრობაში არ შეხებია ფინანსთა სამინისტროს. ფინანსთა მინისტრმა მიმდინარე კვირას პარლამენტს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი გააცნო, კახა ბაინდურაშვილის თქმით,ახალი საგადასახადო კოდექსის მთავარი პრიორიტეტია საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება, სტაბილური საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება და ბიზნესის მაქსიმალურად ლეგალიზაცია.

ახალი კოდექსის თანახმად,ბეჭდვითი მედია დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ -თი) არ დაიბეგრება., მაგრამ დაიბეგრებიან უმაღლესი სასწავლებლები, ალკოჰოლური სასმელები.. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად კუკავას თქმით, ბეჭდვითი მედია არ იბეგრებოდა მოქმედი საგადასახადო კოდექსითაც და არ დაიბეგრება ახალი კოდექსითაც, უმაღლეს სასწავლებლებს რაც შეეხება, აქ საუბარია ფასიან სექტორზე და კერძო კომერციულ სასწავლებლებზე.

მთავარი პრიორიტეტი, რომლითაც მოქმედებენ ახალი კოდექსის ავტორები, მოხდეს საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება. მოგეხსენებათ, მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნაკლები შემოსავლები. შესაბამისად, სახელმწიფოს პრიორიტეტი არის მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა, ხოლო ხელშეწყობა ვერ მოხდება, თუ ბიუჯეტში არ იქნა გარკვეული შემოდინებები შემოსულობების. შემოსულობები სხვადასხვა წყაროებიდან უნდა შემოვიდეს. ერთ-ერთი ასეთი წყაროა კერძო უმაღლესი საწავლებლები, რომლებიც ღებულობენ საკმაოდ დიდ შემოსავლებს , სწორედ ეს გახდა მიზეზი, წინაპირობა , რომ აღნიშნული სასწავლებლები დაიბეგრონ .

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, კერძოდ, უმაღლესი სასწავლებლების დღგ-თი დაბეგვრას აპროტესტებენ ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები, რაც მათი ვარაუდით სწავლის საფასურის გაზრდას გამოიწვევს. ირაკლი ალასანიას პარტიის ” ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა კოდექსთან დაკავშირებით 20-მდე შენიშვნა მოამზადა, რომლებიც მთავრობას და პარლამენტს გადაუგზავნა. მან კოდექსს რევოლუციური უწოდა და აღნიშნა, რომ კოდექსში რიგი მიმართულებებით პოზიტიური ნაბიბიჯებია, თუნდაც, რომ 30 ათას ლარამდე ბრუნვის არ იბეგრება, მაგრამ მისივე თქმით უამრავი საკითხებია დასაზუსტებელი:” თუ ასეთი სახით შევა კოდექსი ძალაში, იქნება გაუარესებული მდგომარეობა”.

ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში შევა სავარაუდოდ 2011 წლის პირველი იანვრიდან.

XS
SM
MD
LG