ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეთანხმდნენ ევროს სტაბილიზაციის მიზნით დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტის გამოყოფაზე.
მინისტრებმა შეთანხმებას კვირას საგანგებო სესიის დროს ბრუსელსში მიაღწიეს. მათ გადაწყვეტილება დღეს დილას აზიის საფონდო ბირჟების გახსნამდე უნდა მიეღოთ.
ორმხრივი სესხებისა და სესხებზე გარანტიების გაცემის დანიშნულება საბერძნეთის ფინანსური კრიზისის ევროზონის სხვა ქვეყნებზე გავრცელების თავიდან აცილება იყო.
ევროკავშირის სავალუტო საქმეების კომისიონერი ოლი რენი აცხადებს:
ეს სისტემური სირთულეა ევროზონის ფინანსური სტაბილურობისთვის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის სირთულე, არამედ წარმოადგენს პობლემას ევროზონაში მყოფილ ყველა ქვეყნისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის. აცხადებს ბატონი რენი.
მასტიმულირებელი თანხის დიდ ნაწილს ევროკავშირი გამოყოფს, ხოლო დამატებით თანხებზე პასუხისმგებლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდი იკისრებს.
ბრიტანეთის, კანადის, შვეიცარიისა და შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკები ასევე გამოყოფენ კრედიტს საკუთარ ვალუტაში ევროპის ფინანსური კრიზისის შესამსუბუქებლად.