ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია არ სცნობს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს უფლებამოსილებას


ლიბია არ სცნობს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს უფლებამოსილებას

საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ლიბიის ლიდერ მოამარ კადაფისა და მისი ორი თანაშემწის სახელზე დაპატიმრების ორდერი გასცა.

მათ ბრალად ედებათ ომის დროს ჩადენილი ბოროტმოქმედება. ამაზე რეაქციის სახით ლიბიის იუსტიციის მინისტრმა მოჰამედ ალ გამუდიმ განაცხადა, რომ ლიბია არ სცნობს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ლეგიტიმურობას. როგორც კრიმინალური სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა მოიპოვება საკმარისი სამხილები იმისათვის, რომ ზემოთხსენებული სამივე პირი სასამართლოში მისცენ ასობით მშვიდობიანი მოქალაქის წამების, მათ მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების, დახოცვის და დევნა-შევიწროვების გამო. ამ გადაწყვეტილებას მიესალმა მეამბოხეთა დროებითი ერვონული საბჭოს ხელმძღვანელი და განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, ვინც შეეცდება მომავალში შეიფაროს კადაფი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.

XS
SM
MD
LG