ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და რუსეთი ვერ თანხმდებიან ლიბიის საქმეში


ნატო და რუსეთი ვერ თანხმდებიან ლიბიის საქმეში
ნატო და რუსეთი ვერ თანხმდებიან ლიბიის საქმეში

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭიში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯეიკობ ზუმას შეხვდა.

მხარეებმა ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა მიმოიხილეს. რუსეთი ნატოს ბრალს სდებს იმაში, რომ იგი მისი სურვილისამებრ უხდენს ინტერპრეტაციას გაეროს რეზოლუციას ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საუბარში აღნიშნა გაეროს რეზოლუცია ზუსტად ისე უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად, როგორც ეს რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი. ნატოს მიერ საჰაერო ოპერაციების გაზრდას კრემლი, როგორც თვითნებურს ისე აფასებს. კრემლის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საფრანგეთმა იარაღი მიაწოდა ლიბიელ მეამბოხეებს.

XS
SM
MD
LG