ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქ გენერალს ენგინ ალანს ციხიდან არ გაათავისუფლებენ


თურქ გენერალს ენგინ ალანს ციხიდან არ გაათავისუფლებენ

თურქეთის ანატოლიის ახალი ამბების სააგენტოს განცხადების თანახმად სასამართლომ არ დააკმაყოფილა გადამდგარი თურქი გენერლის ენგინ ალანის თხოვნა მისი ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.

გენერალი ალანი მიმდინარე თვეს პარლამენტში იქნა არჩეული. იგი გაასამართლეს ანტი-სამთავრობო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. ამის პარალელურად სასამართლომ უარი უთხრა ციხიდან გათვისუფლებაზე ერთ-ერთ ჟურნალისტსა და პროფესორს, რომლებიც აგრეთვე იყვნენ არჩეულნი პარლამენტში. ორივე რესპუბლიკურ სახალხო პარტიას ეკუთვნის. ისინიც შეთქმულების ბრალდებით გაასამართლეს. ამ ფონზე 30 ქურთი პოლიტიკოსი პარლამენტის სესიის ბოიკოტით იმუქრება. ისინი უკმაყოფილო არიან გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად ერთ-ერთ ქურთ პარლამენტარს ჩამოართვეს ეს სტატუსი, რადგანაც ადრე იგი დამნაშავედ სცნეს ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებაში.

XS
SM
MD
LG