ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში სტიქიურ უბედურებაში დაღუპულთა რიცხვი მატულობს


აშშ-ში სტიქიურ უბედურებაში დაღუპულთა რიცხვი მატულობს
აშშ-ში სტიქიურ უბედურებაში დაღუპულთა რიცხვი მატულობს

ამერიკელ ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად აშშ-ს სამხრეთ შტატებში ტორნადოებისა და ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 296 მიაღწია.

40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მძიმე სტიქიური უბედურებაა აშშ-ში. ალაბამის შტატის გუბერნატორმა რობერტ ბენტლიმ განაცხადა, რომ ალაბამაში დაღუპულია სულ მცირე 195 კაცი. მისივე თქმით მხოლოდ რამოდენიმე დღეში გაირკვევა სინამდვილეში რამდენი კაცია დაღუპული. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მიყენებული ზარალი კატასტროფულია. მისივე თქმით ფედერალური მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს, რათა დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. დღეს პრეზიდენტი პირადად ჩაფრინდება ალაბამაში, რათ ადგილზე დაათვალიეროს მიყენებული ზარალი. ამჯერად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ტენესიში დაღუპულია 34, მისისიპიში 33, ჯორჯიაში 14, არკანზასში 12. ვირჯინიაში 5, ლუიზიანაში 2 და კენტაკიში 1 კაცი.

XS
SM
MD
LG