ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბედნიერება - ხანგრძლივი სიცოცხლის საშუალება


ბედნიერება - ხანგრძლივი სიცოცხლის საშუალება
ბედნიერება - ხანგრძლივი სიცოცხლის საშუალება

დიდ ბრიტანეთში ახალი მასშტაბური გამოკითხვა ჩატარდა

ცნობილია, რომ ბედნიერი ადამიანები უფრო მეტად ტკბებიან ცხოვრებით. ახალი გამოკვლევა კი იმაზე ჩატარდა, თუ როგორ უნდა დატკბნენ ბედნიერი ადამიანები ხანგრძლივი ცხოვრებით. გამოკითხვის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი არტ ჩიმესი არკვევდა.

ბოლო გამოკითხვა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და მასში თითქმის 4000 ასაკოვანი ადამიანი მონაწილეობდა. წამყვანმა მკვლევარმა და ლონდონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ენდრიუ სტეპტომ “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, რომ შერჩეულ ადამიანებს ერთ კონკრეტულ დღეს დაუსვეს შეკითხვა თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს.

“ჩვენ გამოვიყენეთ ძალიან მარტივი საზომი. პოზიტიური ეფექტის საზომი იყო კომბინაცია, თუ როგორ გრნობდნენ ადამიანები თავს, რამდენად ქონდათ ამის განცდა და რამდენად იყვენე თავიანთი ყოფით კმაყოფილები. და ეს ყველაფერი უბრალო ხუთ პუნქტიან შკალაზე იქნა დატანილი,“ - ამბობს ენდრიუ სტეპტო.

მომავალი ხუთი წლის მანძილზე მკვლევარები გამოკითხვაში ჩართულ მონაწილების სიცოცხლის ხანრგძლივობას დააკვირდებიან.

„რაც აღმოვაჩინეთ იყო ის, რომ ადამიანები უმაღლესი პოზიტიური ეფექტით, ანუ რასაც ჩვენ ბედნიერ ადამიანებს ვუწოდებთ, სიკვდილის დაბალი რისკის საფეხურზე დგანან,“ ამბობს სტეპტო.

როგორც გაირკვა, ბედნიერ ადამიანებში სიკვდილის რისკი 35 პროცენტით ნაკლებია ვიდრე ნაკლებად ბედნიერ ადამიანებში. წინა კვლევებისგან განსხვავებით, გამოკითხულ ადaმიანებს დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ გრძნობდნენ ისინი თავს გამოკითხვის მომენტში.

წინა კვლევებში კი ეს შეკითხვა სხვაგვარად იყო ფორმულირებული, ანუ თუ როგორ გრძნობდა ადამიანი თავს ბოლო ერთი კვირის მანძილზე. როგორც სტეპტო მიუთითებს, ფსიქოლოგების რჩევით, ამ კითხვაზე პასუხი ადამიანებს მაინც და მაინც არ მოსწონდათ.

„მაგალითსვთვის, თუკი მათი საყვარელი ფეხბურთის გუნდი გასულ შაბათ-კვირას დამარცხდა, ან რაიმე ამდაგვარი მოხდა, მათი ბედნიერების ხარისხი ეცემა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს მათზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. ამდენად, მათი ბედნიერების ხარისხზე იმ მომეტში სულ მცირე პრობლემაც ახდენს გავლენას,“ - ამბობს სტეპტო.

გამოკითხვის გარდა კვლევაში მონაწილე ადამიანებს პირის ღრუს ნაცხი აუღეს, რათა სტრესის ჰორმინის - იგივე კორტიზოლის დონე შეემოწმებინათ, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სტრესის დონე სერიოზულ გავლენას ახდენს.

XS
SM
MD
LG