ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ექსპერტები ბურჯანაძე-ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტზე


ქართველი ექსპერტები ბურჯანაძე-ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტზე

რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტზე? ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი იგორ კვესელავა საუბროსბს.

-"ბურჯანაძე მოსკოვში მემორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. თუმც, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი რუსეთში ვიზიტის მიზანი მემორიალის გახსნაზე დასწრება არ იყო. საქმე იმაშია, რომ ქართულ სინამდვილეში და ქართულ პოლიტიკაში ისტორიულად ყოველთვის იყო ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით უცხო ძალის გამოყენების მომენტი. ჩვენ შორს ნუ წავალთ, იგივე შევარდნაძე ხელისუფლებაში მოვიდა უცხო ძალის მხარდაჭერით, რუსეთის მხარდაჭერით და გაიმტკიცა პოზიციები. ნინო ბურჯანაძეც ფიქრობს, რომ ვიღაცამ მას მხარი უნდა დაუჭიროს და მან სწორედ რუსეთი აირჩია ამ შემთხვევაში. ბურჯანაძემ გამოიყენა მემორიალის გახსნის ცერემონიალზე დასწრება იმისათვის, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შექმნას საფუძველი კრემლის მხარდაჭერისა."

კითხვაზე მოგვარდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საქართველოში, იმ შემთხვევაში თუ ბურჯანაძე და ნოღაიდელი მოვლენ ხელისუფლებაში, ბატონმა იგორმა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება ასე სწრაფად ვერ მოხდება და რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლით ეს საკითხი ვერ მოგვარდება..

XS
SM
MD
LG