ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები არ აპირებენ რუსეთთან პაქტის რატიპიცირებას


რესპუბლიკელები არ აპირებენ რუსეთთან პაქტის რატიპიცირებას
რესპუბლიკელები არ აპირებენ რუსეთთან პაქტის რატიპიცირებას

წამყვანი ამერიკელი დემოკრატი ლიდერები განაგრძობენ ძალისხმევას, რათა სენატში მიაღწიონ შეიარაღებისადმი კონტროლის თაობაზე რუსეთთან დადებული პაქტის რატიფიცირებას. სენატში რესპუბლიკური პარტიის უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ იგი არ მისცემს ხმას ამ პაქტის რატიფიცირებას. იგივეს აცხადებენ სხვა რესპუბლიკელები. ამ ფაქტის მიუხედავად დემოკრატიული პარტიის ლიდერები ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჩათვლით ამტკიცებენ, რომ მდგომარეობა უიმედო არ არის და პაქტის რატიფიცირება სენატში კვლავაც შესაძლებელია. გუშინ სენატმა არ მიიღო რესპუბლიკელთა ინიციატივა პაქტში განსაზღვრული ცვლილებების შეტანაზე. ტექსტში ნებისმიერი ცვლილების შეტანა გამოიწვევს პაქტის გარშემო მოლაპარაკებების ისევ ნულიდან დაქყებას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ამა წლის მიწურულამდე პაქტის რატიფიცირების შესაძლებლობას, რისი იმედიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას აქვს.

XS
SM
MD
LG