ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელ დისიდენტს ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა


ჩინელ დისიდენტს ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა

ჩინეთის პროტესტის მიუხედავად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ნობელის კომიტეტის საგანგებო ცერემონია გაიმართა, რომლითაც პატივი მიაგეს ჩინელ დისიდენტს ლიუ შიაობოს, რომელსაც წელს ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა და რომელიც ამჟამად ჩინეთში პატიმრობაში იმყოფება. ცერემონიის დროს ცარიელ სკამზე, სადაც წესით ჩინელი დისიდენტი უნდა მჯდარიყო ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ტორ ბოერნ იაგლანდმა ნობელის დიპლომი მოათავსა ჩინეთის ხელისუფლებმა შიდა პატიმრობაში აიყვანეს ლიუს მეუღლე, რათა იგი ვერ დასწრებოდა ცერემონიას ოსლოში.

XS
SM
MD
LG