ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ახალი არეულობის საშიშროება არ განელებულა


მოსკოვში ახალი არეულობის საშიშროება არ განელებულა
მოსკოვში ახალი არეულობის საშიშროება არ განელებულა

მოსკოვში დაუზუსტებელი მონაცემებით 1000 ახალგაზრდა დააკავეს, რითაც ცდილობენ ეთნიკურ ნიადაგზე ახალი არეულობის თავიდან აცილებას. ხელისუფლების განცხადების თანახმად დაკავებულთა უმეტესობა კავკასიელებია, რომლებიც მოსკოვის კიევსკაიას რკინიგზის სადგურზე იკრიბებობდნენ. დიდი რაოდენობითაა ამოღებული ცივი და სხვა სახის იარაღი. მას შემდეგ, რაც მასობრივ არეულობას ჰქონდა ადგილი მოსკოვში ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ეთნიკური დაპირისპირება რუს ექსტრემისტებსა და კავკასიელებს შორის. მოსკოვის ქუჩებში ამჟამად 3000-ზე მეტი მილიციელია საპატრულოდ გამოსული. უკვე იუწყებიან მოსკოვის ცენტრში მცირე მასშტაბის შეტაკებების შესახებ.

XS
SM
MD
LG