გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ბირთვული საწვავის საცავის შესაქმენლად, 150 მილიონი დოლარის ღირებულების ფონდი შექმნა.
ფონდის შექმნის მიზანია იმ ქვეყანათა რიცხვი შეამციროს, ვისაც ბირთვული საწვავის შექმნა სურს.
გასულ კვირას ამერიკელმა მილიარდერმა ვორენ ბაფეტმა 50 მილიონი დოლარი გადარიცხა ფონდში და დასძინა, რომ ამ ინვესტიციას მშვიდობიანი მომავლისთვის აკეთებს. აშშ-ის მთავრობამაც ფონდში თავისი წვლილი შეიტანა.