ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის კაბინეტს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული მასტიმულირებელი პაკეტი გააცნო , რომლის თანახმად ისრაელმა უნდა შეწყვიტოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლება.
პაკეტის თანახმად, ისრაელმა უნდა აღადგინოს 90 დღიანი მორატორიუმი და პალესტინასთან სამშვიდობო მოლპარაკება დაიწყოს. სანაცვლოდ ამერიკამ ისრაელს მჭიდრო დიპლომატიური მხარდაჭერა და უსაფრთხოების საკითხებში თანადგომა აღუთქვა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დეტალები კვლავ რატიფიკაციის პროცესშია.