ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პაკისტანს კონტროლის ქსელის გაფართოვებას სთხოვს


აშშ პაკისტანს კონტროლის ქსელის გაფართოვებას სთხოვს
აშშ პაკისტანს კონტროლის ქსელის გაფართოვებას სთხოვს

ისლამაბადმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

“ვოლ სთრით ჯორნალის” ცნობით, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო პაკისტანში კონტროლის ქსელის გაფართოვებას გეგმავს. მიზანი ავღანეთის საზღვრებთან პაკისტანელ მეამბოხეებთან ბრძოლის გააქტიურებაა.

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ პაკისტანს მუშაობის არეალის გაფართოვების თხოვნით, პარასკევს მიმართა. თუმცა, ამერიკული გაზეთი იტყობინება, რომ ისლამაბადმა მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რადგან ამერიკული სამხედროების დიდი რაოდენობით არსებობა პაკისტანის მიწაზე, ადგილობრივი მთავრობის შეშფოთებას იწვევს.

XS
SM
MD
LG