ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი მაშველი ამერიკელების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა


ბრიტანელი მაშველი ამერიკელების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა

ლინდა ნორგროვი შესაძლოა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ნასროლი ყუმბარით გარდაიცვალა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, ავღანეთში მოტაცებული ბრიტანელი მაშველი შესაძლოა, მის გასანთავისუფლებლად ამერიკელების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

კამერონის განცხადებით, ნატოს და ამერიკული ძალების სარდალმა ავღანეთში დევიდ პეტრეუსმა მას აცნობა, რომ ლინდა ნორგროვი შესაძლოა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ნასროლი ყუმბარით გარდაიცვალა და არა თალიბანის მხრიდან.

ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამავე დროს მან დაადასტურა მისი მხარდაჭერა სამაშველო ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG