ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრების ლიკვიდაციის მიზნით აშშ რუსეთს ეხმარება


დახმარების სრული მოცულობა 4.5. მილიარდი დოლარი იქნება.

რუსეთის მთავრობასთან ერთად, შეერთებული შტატების ხელისუფლება ხანძრების შედეგების სალიკვიდაციოდ სტრატეგიას აყალიბებს. ამ ფონზე, ამერიკის სამთავრობო უწყებები დახმარებას გზავნიან რუსეთში, მათ შორის წყლის კონტეინერებს, სახანძრო მანქანებს, ცეცხლგამძლე ტანსაცმელს და სამედიცინო საშუალებებს.

ამერიკამ ამას გარდა ფულადი დახმარება აღმოუჩინა წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციას, რომელიც თავის მხრივ პირველადი საჭიროების ნივთებსა და სურსათ სანოვაგეს მიიტანეს დაზარალებულ მოსახლეობამდე.

ამას გარდა, კალიფორნიის შტატი , სადაც ხშირად მძვინვარებს ხანძარი, რუსეთს დახმარების სახით ცეცხლგამძლე ტანსაცმელს უგზავნის.

მთლიანობაში ამერიკა 4 ნახევარ მილიარდ დოლარს გაიღებს რუსეთის დასახმარებლად.

აღსანიშნავია, რომ ივნისის შემდეგ რუსეთში არნახული სიცხეებია, ხშრად ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. სიცხის ასეთი ტალღა რუსეთში უპრეცედენტოა ბოლო 130 წლის განმავლობაში. ხანძრების შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა კი მოსკოვი სმოგში გახვია. ამ დროს მოსკოვში ყოველდღიურად 700 ადამიანი იღუპებოდა.

ამერიკისა და რუსეთის ტყეებში ანალოგიური მცენარეული საფარია და ცხოველთა ერთნაირი საახეობები ბინადრობენ. ამიტომაც ეს ორი ქვეყანა მსგავსს საფრთხეებს ეღობება და ბოლო 50 წელია და ერთობლივად ებრძვის არსებულ პრობლემებს ტყის დიდი მასივების ტერიტორიაზე.

ამერიკა-რუსეთის ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის ეგიდით, ამერიკის საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის ფედერალური სამსახურის მეთაური კრეგ ფუგატე ივლისშს მის რუს კოლეგას შეხვდა. შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო 14 წლის განმავლობაში მიმდინარე თანამშრომლობისა და ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი მოქმედებების გაღრმავება. ამერიკის სოფლის მეურნეობისა და ფედერალური მიწების დაცვის დეპარტამენტი ასევე აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის სატყეო სტრუქტურებთან და მეხანძრეებთან, ისეთ სფეროებშ როგორიცაა მეხანძრეთა ტრეინინგი. ამჟამად რუსეთში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სატელეფონო საუბრისას მის რუს კოლეგასთან, ამერიკელმა ლიდერმა ღრმა მწუხარება გამოხატა ხანძრების შედეგად დაღუპული მოსახლეობის გამო და რუს ლიდერს დახმარება აღუთქვა.

როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, ამერიკა დაეხმარება რუს მეხანძრეებსა და სხვა საგანგებო სამსახურებს, რათა სტიქიის შედეგები დაიძლიოს. ობამამ აქვე აღნიშნა, რომ ამ მძიმე წუთებში ამერიკელები რუსი ხალხის გვერდით დგანან.

XS
SM
MD
LG