ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საცდელ არჩევნებში სამი კანდიდატი გამოიკვეთა


აშშ-ში საცდელ არჩევნებში სამი კანდიდატი გამოიკვეთა

აიოვას შტატში რესპუბლიკელების მიერ შაბათს ჩატარებულ საცდელ არჩევნებში ნომინანტთა ირგვლივ სამი ლიდერი გამოიკვეთა.

აიოვას შტატში რესპუბლიკელების მიერ შაბათს ჩატარებულ საცდელ არჩევნებში ნომინანტთა ირგვლივ სამი ლიდერი გამოიკვეთა: მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი და კონგრესმენი ქალი მინესოტადან მიშელ ბაქმანი.

-„ ჩემი სტრატეგიის მთავარი სამიზნე ობამაა. ვიბრძოლებ, რათა რესპუბლიკური პარტიიდან გავხდე დასახელებული საპრეზიდენტო არჩევნებში და ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავამარცხო იგი 2012 წელს“ - განცხადა მიშელ ბაქმანმა.

აღსანიშნავია, რომ აიოვას შტატში ბაქმანის წარმატება განსაზღვრულწილად დაჩრდილა ამ მარათონში ტეხასის გუბერნატორის რიკ პერის გამოჩენამ. აი რას აცხადებს იგი:

-„ მჯერა ამერიკისა, მჯერა მისი მომავლისა და იმისა, რომ უკეთესი დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ღვთის მადლითა და თქვენი დახმარებით ამერიკა ისევ ფეხზე დადგება.“

ბაქმანის მსგავსად პერიც სოციალ-კონსერვატორებისა და ე.წ. ჩაის პარტიის აქტივისტთა მხარდაჭერით სარგებლობს, რომელთა მიზანია ფედერალური მთავრობის მასშტაბების შემცირება. აღსანიშნავია, რომ პერი ეკონომიკის დარგში კონსერვატორთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, რომელთა ფავოირიტი მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნია. მისი კრიტიკის მთავარი ადრესატი ბარაკ ობამაა.

-„დღეს დილით წავიკითხე, რომ ობამას პოპულარობა უმდაბლეს დონემდე დაეცა და ამის მიზეზი არ არის ის, რომ იგი არ არის ჩართული საპრეზიდენტო კამპანიაში, არა ამის მიზეზია ის, რომ მან დაჰკარგა ლიდერის ინიციატივა. ამერიკელ ხალხს ჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ეკონომიკას მკვდარი წერტილიდან დაძრავს.“

ეიბისის პოლიტიკურ მიმომხილველს მეთიუ დაუდს, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისათვის მუშაობდა მიაჩნია, რომ რიკ პერი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მის მეტოქეებს.

-„პერი წარმოუდგენლად ეფექტურია მისი კამპანიის წარმართვაში. მე თავის დროზე ჯორჯ ბუშთან ვმუშაობდი და რიკ პერისაც ვიცნობ. მერწმუნეთ, რომ იგი მის კამპანიას უკეთესად წარმართავს, ვიდრე ამას თავის დროზე აკეთებდა ჯორჯ ბუში.“

პერი საკმაოდ პოპულარულია კონსერვატორებს შორის. თუმც თვით რესპუბლიკელები არ არიან დარწმუნებეულები იმაში, შესძლებს თუ არა პერი ზომიერი პოზიციის მქონე ამომრჩევლის გულის მოგებას, რაც ხშირად საჭიროა საპრეზიდენტო არჩევენებში გამარჯვების მოპოვებისათვის. პერი ამ გამოცდას ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაივლის. სექტემბერში რესპუბლიკელებს სამი საპრეზიდენტო დებატები აქვთ დანიშნული.

XS
SM
MD
LG