ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სამხედროები ერაყიდან გადიან


ერაყის ტერიტორია უკვე დატოვეს მეოთხე ჯავშანბრიგადამ და მეორე ქვეითმა დივიზიამ.

ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების გაყვანა გრაფიკით მიმდინარეობს. ერაყის ტერიტორია უკვე დატოვეს მეოთხე ჯავშანბრიგადამ და მეორე ქვეითმა დივიზიამ. ისინი უკვე ქუვეითის ტერიტორიაზე არიან. 31 აგვისტოს ერაყიდან ამერიკული სამხედრო ნაწილების გამოსვლის პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. ერაყიდან პირველი ნაწილების გამოსვლა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეერთებული შტატების გარშემო ტურნეს დაემთხვა, რაც საარჩევნოდ დემოკრატიული პარტიის კანდიდატების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.მან თავის გამოსვლებში ძირითადად ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაზე და განვითარებაზე. მას ერაყიდან ჯარების გაყვანაზე თავის გამოსვლაში არაფერი უთქვამს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერაყში ამერიკის სამხედრო მისია 31 აგვისტოს შემდეგ შეიცვლება და იქ მხოლოდ 50 ათასი ჯარისკაცი დარჩება. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ამერიკის სამხედრო ძალები კვლავ დარჩებიან ერაყში და მათ შეეძლებათ იქ არსებულ საფრთხეებს პასუხი გასცენ. მანამდე კი პრეზიდნეტმა ობამამ განაცხადა:

„ჩვენი ვადლებულება ერაყში იცვლება. სამხედრო მცდელობებს, რომელსაც ჯარები ახორციელებენ, ჩანეცვლება სამოქალაქო საქმიანობა, რომელსაც დიპლომატები განახორციელებენ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG