ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალი პარლამენტის სესია დედოფალმა გახსნა.


დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანეთის ახალი პარლამენტის სესია ოფიციალურად გახსნა. ახალ კოალიციურ მთავრობას სათავეში პრემიერ მინისტრი დავიდ კამერონი უდგას .

დედოფალი ელისაბედის განცხადებით, ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდა აღდგეს.

„ჩვენი პრიორიტეტია ბიუჯეტის სტრუქტურული დეფიციტი შევამციროთ და ეკონომიკური ზრდა განვავითაროთ“’

დედოაფლმა კოალიციურ მთავრობას მოუწოდა 18 თვის განმავლობაში 21 საპარლამენტო კანონი დაამტკიცოს.

საგარეო პოლიტიკის მისამართით დედოფალმა ელისაბედმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვისა და უშიშორების ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გადახედვა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG