ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში დაპირისპირება გრძელდება


კონგრესში დაპირისპირება გრძელდება

პრეზიდენტის განცხადებით,ახალმა კანონმა 2 მილიონნახევარ ამერიკელს უმუშევრობის შეღავათები უნდა გაუხანგრძლივოს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეერთებული შტატების სენატს მოუწოდებს დაამტკიცოს კანონი,რომელიც 2 მილიონნახევარ ამერიკელს უმუშევრობის შეღავათებს გაუხანგრძლივებს.

პრეზიდენტის განცხადებით,იმის გამო,რომ რესპუბლიკელი სენატორები შეღავათების გახანგრძლივების კანონს აფერხებენ,მილიონობით უმუშევარი ამერიკელი უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება. აღსანიშნავია,რომ ივნისში უმუშევრობის დაზღვევის პერიოდს კანონით ვადა ამოეწურა.

უკვე რამდენიმე კვირაა, რესპუბლიკელები ყველა ტაქტიკის გამოყენებით კონგრესში შეღავათების გახანგრძლივების კანონს აფერხებენ. ამით ხელი ეშლება პრეზიდენტი ობამას მცდელობას, რამდენიმე კანონი კონგრესის რეცესიის დაწყებამდე დამტკიცდეს.

თეთრმა სახლმა უმუშევრობის შეღავათების გახანგრძლივება სასწრაფო გადაწყვეტილებად შეაფასა. რესპუბლიკელებმა არ დააყოვნეს და თეთრი სახლი დეფიციტის უგულვებელყოფასა და სესხების დიდი რაოდენობით აღებაში დაადანაშაულეს.

თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა,რომ რესპუბლიკელ კონგრემენებს, ვისაც დღემდე ქვეყანაში შექმნილ დეფიციტზე პასუხისმგებელობა სრულად ეკისრება, არ აქვთ მორალური უფლება უმუშევარ ამერიკელებს დახმარებაზე უარი უთხრან.

„დროა , ვაშინგტონის პოლიტიკის გამო ჩვეულებრივი ამერიკელები სამსახურებიდან არ დაითხოვონ. მოდით, მომავალ არჩევნებამდე ვაკეთოთ ის,რაც მართებულია,რაც საშუალო ფენას სჭირდება და რაც უფრო სწორია“

ვარდების ბაღში გამოსვლისას პრეზიდენტ ობამას გვერდით სამი რიგითი უმუშევარი ამერიკელი იდგა.

პრეზიდენტის თქმით, უმუშევრობის შეღავათების გახანგრძლივების შეფერხებით, რესპუბლიკელი კონგრესმენები ამერიკელ ხალხს ნაკლებ ნდობას უცხადებენ.

ვარდების ბაღში წარმოთქმული სიტყვით, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ სცადა რესპუბლიკელთა წინააღმდეგობა გაერღვია და კონგრესში დღევანდელ კენჭისყრაზე უმუშევრობის სადაზღვევო შეღავათების გახანგრძლივება უზრუნველყო.

კვირის ბოლოს პრეზიდენტი ობამა კიდევ ერთი კანონის გატანას შეეცდება.ეს ის საფინანსო რეფორმა გახლავთ,რომლის დამტიკიცებასაც პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველი დღიდან გამუდმებით ცდილობს.

XS
SM
MD
LG