ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში ძირითადი პუნქტებია ოკუპირებული ტერიტორიები და საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდეტი დიპლომატიური აკადემიის რექტორი, ბატონი სოსო ცინცაძე საუბრობს: -" რეზოლუცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგანაც ორ დღეში იწყება ლისაბონის სამიტი. ამ სამიტთან დაკავშირებით დიდი იმედები აქვს რუსეთს და იგი ვარაუდობს, რომ ამ სამიტზე იგი წაუყენებს თავის წინადადებებს დასავლეთს ნატოს თანამშრომლობისათვის ავღანეთის საკითხში და სხვა საკითხებში და სამაგიეროდ მიიღებს გარანტიას, რომ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ალიანსში საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან.აი ამ რეზოლუციამ კი თავისებური ცივი შხაპის ეფექტი მოახდინა. სწორედ ამის გამო გუშინ რუსეთის დელეგაცია ყველანაირად ცდილობდა, რომ დაებლოკა ეს რეზოლუცია."

XS
SM
MD
LG