ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელ ობამა ამერიკელ ბავშვებთან ერთად სანტა კლაუსს ეძებდა


მიშელ ობამა ამერიკელ ბავშვებთან ერთად სანტა კლაუსს ეძებდა

სპეციალური წინასაშობაო პროგრამა აშშ-ში 1955 წლიდან მოქმედებს

შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების სატელეფონო ზარებს უპასუხა და სანტა კლაუსის ადგილსამყოფელის დადგენაში ეხმარებოდა. შარშანდელივით, მიშელ ობამა სპეციალურად შექმნილი სანტას პროგრამის ოფისში იჯდა, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის აერონავტიკის თავდაცვის სარდლობა ახორციელებს. სამხედრო ბაზა ამერიკელ ბავშვებს სანტა კლაუსის შესახებ ატყობინებს ცნობებს. ეს პროგრამა 1955 წლიდან ხორციელდება და ამერიკელი ბავშვებისთვის საშობაო ტრადიციას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG